ჩვენი პროექტები
კომპანიები

პროექტი #1

York Holding Group-ის წევრი, York Towers, უძრავი ქონების სფეროში მაღალი რეპუტაციით გამოირჩევა. კომპანიას აქვს ცხრა წარმომადგენლობითი ოფისი, მათ შორის საქართველოში, საუდის არაბეთში, ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეში. York Towers საქართველოში ქონების გაყიდვაზეა ფოკუსირებული და ამასთანავე, მომხმარებლებს ინდივიდუალურ საჭირობებზე მორგებულ სერვისებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში აწვდის.
წლების განმავლობაში, York Towers-მა 2,000-ზე მეტ მომხმარებელს გაუწია მომსახურება, რომელთაგან 41%-მა უძრავი ქონება ხელმეორედ შეიძინა. დღემდე კომპანიამ გაყიდა 2,059 საცხოვრებელი სახლი და კომერციული ობიექტი, რომელთა საერთო ფართობი 72,837 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.


პროექტი #2

Shared Estate სრულიად ცვლის უძრავი ქონების ინვესტირების პრაქტიკას და გთავაზობთ მოქნილ, ხელმისაწვდომ და ეფექტურ გზებს საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად. პლატფორმა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას შეიძინოთ უძრავი ქონების აქციები სულ რაღაც $100-იდან და გქონდეთ მრავალფეროვანი, მინიმალური რისკის მქონე საინვესტიციო კალათა. ამავდროულად, მიიღებთ სტაბილურ შემოსავალს უძრავ ქონებაზე ღირებულების მატებასთან ერთად და გაქირავების გადასახადის სახით.
პლატფორმა საშუალებას გაძლევთ:
- გააკეთოთ რაციონალური ინვესტირება – გექნებათ წვდომა უძრავი ქონების მრავალფეროვან არჩევანსა და ფართო ბაზრებზე.
- შექმნათ დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი
- უძრავი ქონების გაქირავებისგან მიიღოთ რეგულარული შემოსავალი, რომელიც პირდაპირ თქვენს ვირტუალურ ბალანსზე აისახება
- პლატფორმა მოგაწვდით დეტალურ ფინანსურ პროგნოზებს და უზრუნველყოფს, რომ ინვესტიციის განხორციელებამდე გქონდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები
- გქონდეთ პირდაპირი კავშირი ინდუსტრიის ექსპერტებთან: ჩვენი პროფესიონალების გუნდი ყოველთვის მზად არის, მოგაწოდოთ სტრატეგიული ან ტექნიკური დახმარება.
Shared Estate-ის ძირითადი ღირებულებები ეფუძნება მარტივ ინვესტირებას, გამჭვირვალობას, მომხმარებლების მხარდაჭერასა და მათი ინტერესების უსაფრთხოებას. არ აქვს მნიშვნელობა ახალბედა ინვესტორი ხართ თუ პროფესიონალი, ჩვენ შეგიწყობთ ხელს, რომ გადაწყვეტილებები მიიღოთ თავდაჯერებულად და ეფექტურად გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.