სტრატეგია და თავდაჯერებულობა

York Holding Group

საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც უძრავი ქონების განვითარებასა და ინვესტირებას თანამედროვე და ინოვაციური მიდგომით ახორციელებს.

York Holding Group-ში ვმუშაობთ იმისთვის, რომ უძრავი ქონებითა და ინვესტირებით დაინტერესებულ მომხმარებელს ეფექტური და მომგებიანი სერვისები შევთავაზოთ. ხარისხი, მოქნილობა და ინოვაცია კი მომსახურების მთავარი მახასიათებლები იყოს. ბიზნესჯგუფი, რომელსაც უკვე 8-წლიანი გამოცდილება აქვს, აერთიანებს ორ წარმატებულ კომპანიას და რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობს: უძრავი ქონების გაყიდვა, მართვა და ინვესტირება. 

ჩვენი პრიორიტეტი არამხოლოდ მომხმარებლების, არამედ გარემოს კეთილდღეობაცაა. ამიტომ პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ და ვცდილობთ მათთან ერთად ისეთი პროექტები შევქმნათ, რომელიც ყველასთვის სასარგებლო და კომფორტული იქნება. 

ჩვენი საქმიანობა?

ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს კეთილდღეობას

უძრავი ქონების განვითარება

ვქმნით მრავალფუნქციურ სივრცეებს, რომელიც მოსახერხებელია როგორც ცხოვრებისა და მუშაობისთვის, ასევე სოციალური აქტივობებისთვის.

ინვესტირების პლატფორმა

მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ მინიმალური კაპიტალით დაიწყონ უძრავ ქონებაში ინვესტიციის განხორციელება

B2B სერვისები და შეთავაზებები

ვთანამშრომლობთ ფინანსურ, უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიურ სექტორებთან, რომ დავნერგოთ ინოვაციები და შევქმნათ დამატებითი ღირებულება.

ზრდა და განვითარება

ვიაზრებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მომხმარებლებისა და გარემოს წინაშე - ამიტომ ვქმნით მდგრად პროექტებს და ვამაყობთ გარემოსთვის უსაფრთხო განვითარების პროცესით.

მომხმარებელი
0 +
გუნდის წევრი
0 +
ინვესტიცია
0 mln +
ქვეყანა
0

კომპანიები:

ჰოლდინგი აერთიანებს ორ განსაკუთრებულ ბრენდს: York Towers-სა და Shared Estate-ს.York Towers მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელ პირობებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სთავაზობს. ხოლო Shared Estate არის პლატფორმა, რომელიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს უძრავი ქონების წილები შეიძინონ, ქირის შემოსავალი მიიღონ და დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი მოგება.

პროექტები

York Towers საერთაშორისო, უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ხუთზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. გუნდის წევრები გეგმავენ პრემიუმ კლასის ბინების, ვილებისა და მიწის ნაკვეთების პროექტებს თბილისში, ბათუმსა და სხვა სწრაფად განვითარებად ბაზრებზე. თითოეული პროექტი გამოირჩევა თანამედროვე, ელეგანტური დიზაინითა და მდგრადობით, რაც იდეალურ საცხოვრებელ პირობებს ქმნის მათთვის, ვინც ცხოვრების განსაკუთრებულ სტილს ეძებს.
Shared Estate არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს უძრავ ქონებაში ინვესტირება მარტივად, დაბალი ბიუჯეტით დაიწყონ. პროფესიონალურად მართული აქციების შეძენა სულ რაღაც 100 დოლარიდან არის შესაძლებელი და მომხმარებელს ქირის სტაბილურ შემოსავალსა და მზარდ ინვესტიციას პირდება. მარტივი და გამჭვირვალე პლატფორმა უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებმა შეიქმნან მრავალფეროვანი აქტივების პაკეტი, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და ისარგებლონ უძრავი ქონების ფლობის სიკეთეებით.

მისია და ხედვა

მისია: ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ინოვაციური და მაღალი ხარისხის უძრავი ქონების სერვისები, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მათ განსხვავებულ საჭიროებებს. ამისთვის, ვხელმძღვანელობთ მომსახურების უმაღლესი სტანდარტებითა და მდგრადი განვითარების პრინციპებით.

ხედვა: ვუძღვებით მდგრადი და საზოგადოებაზე ორიენტირებული პროექტების განვითარებას, რომელიც მომავალი თაობებისთვის სიცოცხლით სავსე ურბანულ გარემოს ქმნის.

ლიდერის ხედვა: „York Holding-ში ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ უძრავი ქონების მშენებლობით — ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებსა და ღირებულებებს. რადგან გვსურს უძრავი ქონების გამოცდილება უფრო ინოვაციური, ხარისხიანი და სანდო გავხადოთ. და რაც მთავარია, პარტნიორებსა და მომხმარებლებს გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ.“ – თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი

ჩვენი პარტნიორები

ჩვენ გვენდობიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები

გახდი ჩვენი პარტნიორი

მიიღე ყველა სარგებელი

ლიდერის
ხედვა

„York Holding-ში ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ უძრავი ქონების მშენებლობით — ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებსა და ღირებულებებს. რადგან გვსურს უძრავი ქონების გამოცდილება უფრო ინოვაციური, ხარისხიანი და სანდო გავხადოთ. და რაც მთავარია, პარტნიორებსა და მომხმარებლებს გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ.“

Amr Alabwaz

თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი

სიახლეები

2024

October 24, 2024

We are happy to introduce
the 27th English issue of Forbes Georgia.

October 24, 2024

We are happy to introduce
the 27th English issue of Forbes Georgia.

October 24, 2024

We are happy to introduce
the 27th English issue of Forbes Georgia.