ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ შესახებ
York Holding-ში გვჯერა, რომ ვაშენებთ არა მხოლოდ შენობებს, არამედ სივრცეებს, სადაც ადამიანები კომფორტულად ცხოვრობენ, მუშაობენ და ინვესტიციასაც თამამად ახორციელებენ. გვეამაყება, რომ ინდუსტრიაში 8-წლიანი არსებობის მანძილზე, ჩვენს პროექტებს ყოველთვის ახასიათებენ როგორც სიცოცხლით სავსესა და ინოვაციურს.



შესაძლებლობები
პასუხისმგებლობები
ინოვაციურად განვითარებული ბიზნესისთვის
ხარისხი
გუნდის თითოეულ წევრს სჯერა ერთი მარტივი პრინციპის: დეტალები მნიშვნელოვანია. განსაკურებით კი ის დეტალები, რომლებიც ხშირად სხვების ყურადღების მიღმა რჩება. ამიტომ არ ვკმაყოფილდებით არსებული სტანდარტებით, მუდმივად ვმუშაობთ მათ გაუმჯობესებასა და ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელშიც თითოეული დეტალი უმაღლეს ხარისხსა და ზრუნვას ასახავს.
ინოვაცია
York Holding Group-ში თითოეულ გამოწვევას ენთუზიაზმითა და ინოვაციური მიდგომით ვხვდებით. გვესმის, რომ უძრავი ქონების ინდუსტრიას ახასიათებს ცვალებადობა და მნიშვნელოვანია ყოველთვის მზად ვიყოთ ახალი იდეების მისაღებად და განსახორციელებლად. ეს გვაძლევს საშუალებას, მომხმარებლებს მუდმივად თანამედროვე სერვისები შევთავაზოთ.
მდგრადობა
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნათ პროექტები, რომლებიც არამხოლოდ პასუხობს დღევანდელ საჭიროებებს, არამედ უზრუნველყოფს რესურსების შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვისაც. ეკომეგობრული პრაქტიკების ინტეგრაციით, ჰოლდინგის პროექტები ორიენტირებულია როგორც ადამიანებზე, ასევე გარემოზე.
450+
ჩვენი გუნდი
450-ზე მეტი პროფესიონალი და თავდადებული გუნდის წევრის დახმარებით, York Holding-მა საქართველოში 22 მსხვილი პროექტი წარმატებით განახორციელა. თითოეული მათგანი იყო შესაძლებლობა, გადაგვეხედა არსებული სტანდარტებისთვის და შეგვექმნა რაღაც განსაკუთრებული.
სწორედ ამიტომ, ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი საქმე მხოლოდ უძრავი ქონება არ არის — ჩვენ გარდავქმნით სივრცეებს, საზოგადოებასა და ადამიანების ცხოვრებას.
მისია და ხედვა
მისია:ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ინოვაციური და მაღალი ხარისხის უძრავი ქონების სერვისები, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მათ განსხვავებულ საჭიროებებს. ამისთვის, ვხელმძღვანელობთ მომსახურების უმაღლესი სტანდარტებითა და მდგრადი განვითარების პრინციპებით.
ხედვა: ვუძღვებით საზოგადოებაზე ორიენტირებული პროექტების განვითარებას, რომელიც მომავალი თაობებისთვის სიცოცხლით სავსე ურბანულ გარემოს ქმნის.
ლიდერის ხედვა: „York Holding-ში ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ უძრავი ქონების მშენებლობით — ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებსა და ღირებულებებს. რადგან გვსურს უძრავი ქონების გამოცდილება უფრო ინოვაციური, ხარისხიანი და სანდო გავხადოთ. და რაც მთავარია, პარტნიორებსა და მომხმარებლებს გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ.“ – თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი