შემოგვიერთდით

კარიერა

შესანიშნავი და ინოვაციური იდეა არაფერს ნიშნავს, თუ მას ნიჭიერი ადამიანები არ ახორციელებენ. 

ჩვენთვის ჩვენი გუნდის წევრების ბედნიერება საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ვიცით, რომ როცა ისინი ბედნიერები არიან, თავიანთ შესაძლებლობებსაც უკეთ ავლენენ. სწორედ ამიტომ, მენეჯმენტი ინვესტიციას დებს თანამშრომლების კეთილდღეობასა და ზრდაში. თითოეულ მათგანს რეგულარულად ვთავაზობთ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებსა და სხვა დამატებით სარგებელს.

რასგთავაზობთ

მიღწევები და შესაძლებლობები

ჩვენთვის გუნდის წევრების თითოეული წარმატება მნიშვნელოვანია. ამიტომ, პერიოდულად, მიღწევებისა და გაწეული შრომის დასაფასებლად თანამშრომლებს სხვადასხვა სახის საჩუქრებს გადავცემთ. განსაკუთრებული ერთგულება და შრომისმოყვარეობა კი სერვისის საიუბილეო პრემიებითა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებით ჯილდოვდება.

სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი და სხვა სარგებელი

ჰოლდინგი დასაქმებულებს სთავაზობს მოქნილ სამუშაო პირობებს, რომელიც ადაპტირდებულია გუნდის წევრების პირად საჭიროებებზე. თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტითაც (მათ შორის სტომატოლოგიური, მხედველობისა და სიცოცხლის დაზღვევის სერვისებით).

გუნდის შეკვრა და პროფესიონალური კონტაქტები

ვიცით, რომ ძლიერი გუნდი მხოლოდ მძიმე შრომით არ იქმნება. ამიტომ, მუდმივად ვგეგმავთ სახალისო გუნდურ აქტივობებს, ქალაქგარეთ გასვლებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს. გვჯერა, რომ სწორედ პროფესიული კავშირები და ძლიერი პირადი ურთიერთობები უზრუნველყოფს გრძელვადიან წარმატებას.

ვაკანსიები

ამჟამად ვაკანსიები არ გვაქვს. გთხოვთ, შეამოწმოთ მოგვიანებით .

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

მიიღე ყველა სარგებელი

გჭირდებათ დახმარება? დაგვიკავშირდით!

ჩვენ მუდმივად ვეძებთ ნიჭიერ ადამიანებს. გაქვთ კითხვები ვაკანსიებთან დაკავშირებით ან გსურთ გაგვიზიაროთ საინტერესო იდეა? დაგვიკავშირდით!