სტრატეგია და თავდაჯერებულობა
York Holding Group
York Holding Group-ში ვმუშაობთ იმისთვის, რომ უძრავი ქონებითა და ინვესტირებით დაინტერესებულ მომხმარებელს ეფექტური და მომგებიანი სერვისები შევთავაზოთ. ხარისხი, მოქნილობა და ინოვაცია კი მომსახურების მთავარი მახასიათებლები იყოს. ბიზნესჯგუფი, რომელსაც უკვე 8-წლიანი გამოცდილება აქვს, აერთიანებს ორ წარმატებულ კომპანიას და რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობს: უძრავი ქონების გაყიდვა, მართვა და ინვესტირება.
ჩვენი პრიორიტეტი არამხოლოდ მომხმარებლების, არამედ გარემოს კეთილდღეობაცაა. ამიტომ პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ და ვცდილობთ მათთან ერთად ისეთი პროექტები შევქმნათ, რომელიც ყველასთვის სასარგებლო და კომფორტული იქნება.
ჩვენი საქმიანობა?
ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს კეთილდღეობას
უძრავი ქონების განვითარება
ვქმნით მრავალფუნქციურ სივრცეებს, რომელიც მოსახერხებელია როგორც ცხოვრებისა და მუშაობისთვის, ასევე სოციალური აქტივობებისთვის.
ინვესტირების პლატფორმა
მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ მინიმალური კაპიტალით დაიწყონ უძრავ ქონებაში ინვესტიციის განხორციელება
B2B სერვისები და შეთავაზებები
ვთანამშრომლობთ ფინანსურ, უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიურ სექტორებთან, რომ დავნერგოთ ინოვაციები და შევქმნათ დამატებითი ღირებულება.
ზრდა და განვითარება
ვიაზრებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მომხმარებლებისა და გარემოს წინაშე - ამიტომ ვქმნით მდგრად პროექტებს და ვამაყობთ გარემოსთვის უსაფრთხო განვითარების პროცესით.
კომპანიები:
ჰოლდინგი აერთიანებს ორ განსაკუთრებულ ბრენდს: York Towers-სა და Shared Estate-ს.York Towers მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელ პირობებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სთავაზობს. ხოლო Shared Estate არის პლატფორმა, რომელიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს უძრავი ქონების წილები შეიძინონ, ქირის შემოსავალი მიიღონ და დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი მოგება.
პროექტები




მისია და ხედვა
მისია: ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ინოვაციური და მაღალი ხარისხის უძრავი ქონების სერვისები, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მათ განსხვავებულ საჭიროებებს. ამისთვის, ვხელმძღვანელობთ მომსახურების უმაღლესი სტანდარტებითა და მდგრადი განვითარების პრინციპებით.
ხედვა: ვუძღვებით მდგრადი და საზოგადოებაზე ორიენტირებული პროექტების განვითარებას, რომელიც მომავალი თაობებისთვის სიცოცხლით სავსე ურბანულ გარემოს ქმნის.
ლიდერის ხედვა: „York Holding-ში ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ უძრავი ქონების მშენებლობით — ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებსა და ღირებულებებს. რადგან გვსურს უძრავი ქონების გამოცდილება უფრო ინოვაციური, ხარისხიანი და სანდო გავხადოთ. და რაც მთავარია, პარტნიორებსა და მომხმარებლებს გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ.“ – თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი

ლიდერის
ხედვა
„York Holding-ში ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ უძრავი ქონების მშენებლობით — ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებსა და ღირებულებებს. რადგან გვსურს უძრავი ქონების გამოცდილება უფრო ინოვაციური, ხარისხიანი და სანდო გავხადოთ. და რაც მთავარია, პარტნიორებსა და მომხმარებლებს გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ.“
Amr Alabwaz
თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი
სიახლეები
2024

We are happy to introduce
the 27th English issue of Forbes Georgia.

We are happy to introduce
the 27th English issue of Forbes Georgia.
